მთავარი ფორუმი » რა გაწუხებს?, დავეხმაროთ ერთმანეთს მორ » ქართული საბრძოლო ხელოვნება





  მთავარი თბილისი ქუთაისი ბათუმი რუსთავი გორი ტყიბული  
   
 
 
|
მთავარი კავშირი აღჭურვილობა თეატრი სპორტი უსტარი გალერეა ვიდეო ფორუმი კონტაქტი
 
საბანკო რეკვიზიტები
მიმღები: კავშირი "ქართული საბრძოლო ხელოვნება"
საიდენ. ნომერი: 202361728
ბანკი: ს.ს. საქართველოს ბანკი
ბანკის კოდი: 220101502
ანგარიშის ნომერი: 187872000
 
ანონსი
 
პარტნიორები
 
 




პასუხი
 რა გაწუხებს?, დავეხმაროთ ერთმანეთს მორ

Laliashvili
31 მაი 2010 01:46
შეტყობინება #1


მებრძოლი
  • 34

რეპუტაცია: - 9 +
ჯგუფი: Ckhenosani
პოსტები: 123
რეგ. თარიღი: 19.03.2010
Skype:--

გაფრთხილება:
0 / 5
აქ გავიაროთ სასწრაფო დახმარების სემინარი!

--------------------
სამშობლოსათვის!
გვერდის დასაწყისში გადასვლა

Laliashvili
31 მაი 2010 01:48
შეტყობინება #2


მებრძოლი
  • 34

რეპუტაცია: - 9 +
ჯგუფი: Ckhenosani
პოსტები: 123
რეგ. თარიღი: 19.03.2010
Skype:--

გაფრთხილება:
0 / 5
პირველი კითხვა მე მექნება:
გუშინ ფარიკაობის დროს მომცრო ზომის კლდიდან გადავარდი და დიდ ქვას დავეცი უხერხულათ, მარჯვენა მხარი დასიებული მაქვს!

რამეს ხომ ვერ მირჩევთ? farikaoba belay

შეტყობინება დაარედაქტირა Laliashvili - 31 მაი 2010 01:50
--------------------
სამშობლოსათვის!
გვერდის დასაწყისში გადასვლა

MISHA_DEDANASHVILI
31 მაი 2010 02:29
შეტყობინება #3


მებრძოლი
  • 34

რეპუტაცია: - 2 +
ჯგუფი: Ckhenosani
პოსტები: 86
რეგ. თარიღი: 24.04.2010
Skype:--

გაფრთხილება:
0 / 5
გიო კარგად ნახე აბა ზურას ვთხოვე რო ეს საქმე - მოაგვაროს მედიცინა ვის რა გვტკივა გვაწუხებს და როგორ მოვიჩინოთ wink
გვერდის დასაწყისში გადასვლა

shaverda911
31 მაი 2010 10:40
შეტყობინება #4


მებრძოლი
  • 34

რეპუტაცია: - 5 +
ჯგუფი: Ckhenosani
პოსტები: 57
რეგ. თარიღი: 19.03.2010
Skype:--

გაფრთხილება:
0 / 5
მომცრო ზომის კლდე საშიში არ უნდა იყოს წესით (სიმაღლიდან ვარდნა ეწოდება, როდესაც ადამიანი ვარდება ისეთი სიმაღლიდან, რომელიც მას აღემატება 3–ჯერ. მაგ.: ადამიანია 1.75 მ და გადმოვარდა 5,5 მ ).

პირველ წუთებში ცივი უნდა დაგედო, რომ სისხჩაქცევა შეგემცირებინა. ეხლა უკვე რაც "ჩაგექცა" იმან უნდა გაიწოვოს. თუ მცირე ზომის ტრავმაა და მიდამოც საშიში არაა (იგულსხმება სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანო) – შეეშვი, თვითონ გაიწოვება. თუ დიდი ზომისაა და გაწუხებს – არსებობს სხვადასხვა მალამოები, რომელიც ხელს უწყობს "გაწოვას" და ქსოვილების აღდგენას. თუ მაგანაც არ გიშველა – მიმართე "თეთრხალათიანს".

p.s. თავიდანვე თუ ატყობ რომ სერიოზული დაზიანებაა – ეგრევე მიმართე ექიმს – "იმპროვიზაციებს" თავი დაანებეთ.
გვერდის დასაწყისში გადასვლა

zurab maxaradze
31 მაი 2010 11:15
შეტყობინება #5


ახალბედა
  • 17

რეპუტაცია: - 2 +
ჯგუფი: Ckhenosani
პოსტები: 21
რეგ. თარიღი: 22.04.2010
Skype:--

გაფრთხილება:
1 / 5
შეკითხვა ზურაბ შავერდაშვილს: როგორ დავადგინოთ დაზიანებისა თუ ტრამვის სიმძიმე. და სულ რამდენი კატეგორიის ტრამვა არსებობს?
გვერდის დასაწყისში გადასვლა

shaverda911
31 მაი 2010 12:24
შეტყობინება #6


მებრძოლი
  • 34

რეპუტაცია: - 5 +
ჯგუფი: Ckhenosani
პოსტები: 57
რეგ. თარიღი: 19.03.2010
Skype:--

გაფრთხილება:
0 / 5
ციტატა: zurab maxaradze
როგორ დავადგინოთ დაზიანებისა თუ ტრამვის სიმძიმე. და სულ რამდენი კატეგორიის ტრამვა არსებობს?


ძალიან კარგი შეკითხვაა, თუმცა რომ დავაკონკრეტოთ კარგი იქნება. მაგრამ მაინც გიპასუხებ: დავიწყოთ იქიდან, რომ ტრავმის კლასიფიკაცია იყოფა სისტემების მიხედვით (თავი, კისერი, ხერხემალი, კიდურები, გულმკერდი და ა.შ.) და თითოეული სისტემის ტრავმა, იმის და მიხედვით თუ რა სახის დაზიანებაა (მაგ.: თავის ტრავმის დროს – ტვინის შერყევა, ტვინის კომპრესია; კიდურების ტრავმის დროს – ნეკა თითის მოტეხილობა, ბარძაყის ძვლის ღია მოტეხილობა და ა.შ.), იყოფა სიმძიმის ხარისხის მიხედვით.

რაც შეეხება სიმძიმის დადგენას – ეს დამოკიდებულია დაზარალებულის ნიშნებსა და სიმპტომებზე. თუ ამ უკანასკნელის ამოცნობა შეუძლებელია (მაშველის გამოუცდელობის ან დაბნეულობის გამო), ძალიან მარტივად – შეაფასეთ დაზარალებულის ზოგადი მდგომარეობა/შრომის უნარიანობა. თუ ნეკა თითი აქვს მოტეხილი – დამეთანხმებით რომ გარკვეულ წილად პაციენტი შრომის უნარიანია, და თუ კისრის მოტეხილობა აქვს – no crying

ზურა, მე მგონი ვუპასუხე შენს შეკითხვას.
p.s. კონკრეტულ ტრავმებზე ან ნებისმიერ სამედიცინო საკითხზე თუ გექნებათ შეკითხვები – მკითხეთ და შეძლებისგვარად გიპასუხებთ.

შეტყობინება დაარედაქტირა shaverda911 - 31 მაი 2010 12:32
გვერდის დასაწყისში გადასვლა

shaverda911
31 მაი 2010 12:54
შეტყობინება #7


მებრძოლი
  • 34

რეპუტაცია: - 5 +
ჯგუფი: Ckhenosani
პოსტები: 57
რეგ. თარიღი: 19.03.2010
Skype:--

გაფრთხილება:
0 / 5
ცხელი ამინდები მოდის და საჭიროდ ჩავთვალე, რომ მცირე ინფორმაცია მომეწოდებინა გაუწყლოვნების შესახებ:
დეჰიდრატაცია (გაუწყლოვნება)

ადამიანის სხეულის 60–70 % შეადგენს წყალი. წყლის ბალანსის ცვლილებები, რომელიც არის შედეგი წყლის ჭარბი მოხმარების (ჰიპერჰიდრატაცია) ან სითხეების დაკარგვის (დეჰიდრატაცია), ზეგავლენას ახდენს ორგანიზმის ნორმალურ ფუნქციონირებაზე და წარმოშობს სპეციფიურ ნიშნებსა და სიმპტომებს.
დეჰიდრატაცია შეიძლება მოყვეს როგორც სითბოს, ასევე სიცივის ზემოქმედებას, მაგრამ იგი შეიძლება იყოს აგრეთვე ფაღარათის, პირღებინების და ცხელების საშიში გვერდითი მოვლენა.
ჩვენ ვკარგავთ წყალს ყოველდღიურად აორთქლების გზით (სუნთქვა, ოფლი), ცრემლით, შარდით და განავლით. ჩვეულებრივ სითხეებისა და წყლის შემცველი საკვების მიღებით ჩვენ ვავსებთ წყლის მარაგს. როცა ადამიანს აქვს ცხელება, ფაღარათი ან პირღებინება, ან მასზე მოქმედებს სიცხე – ადგილი აქვს დეჰიდრატაციას.
სიცხის ზემოქმედებისას, სხეულის სითხე იკარგება ძირითადად ოფლის სახით. ადამიანმა საათში შეიძლება გამოყოს 0,8 – 1,4 ლ ოფლი. ზოგიერთი სპორტსმენი, რომელიც სითბოზე აკლიმატიზირებულია, გამოყოფს 3,7 ლ–მდე ოფლს ცხელ გარემოში შეჯიბრის დროს. იმისათვის რომ ავირიდოთ სითბური დაავადება, საჭიროა შევინარჩუნოთ სხეულის სითხეების ბალანსი და მინიმუმამდე შევამციროთ დეჰიდრატაცია ყოველდღიური აქტივობის დროს, განსაკუთრებით ნებისმიერი ფიზიკური დატვირთვისას ზომიერი ან მაღალი სიცხის დროს. ადამიანები ჩვეულებრივ არ განიცდიან წყურვილს, სანამ ოფლდენით არ დაიკარგება სხეულის წონის დაახლოებით 2%. ამგვარად წყურვილი არის ცუდი მაჩვენებელი ადამიანის წყლის მოთხოვნილებისა მოსვენებისას ან ფიზიკური აქტივობისას.
მსუბუქი და ზომიერი დეჰიდრატაციისას (2-6% სხეულის წონისა) ადამიანებს აღენიშნებათ დაღლილობა, სიცხის ამტანობის დაქვეითება და ცნობითი გაუარესება ძალის შემცირებასთან ერთად.
როდესაც ადამიანები სიცხის დროს ხშირად იღებენ სითხეებს, მათ მიერ პერორალურად მიღებული სითხის რაოდენობის ზღვარი დამოკიდებულია კუჭის დაცლისა და წვრილი ნაწლავის მიერ სითხის შეწოვის სიჩქარეზე. კუჭიდან წვრილ ნაწლავში სითხის გადასვლის მაქსიმალური სიჩქარეა 1-1,2 ლ/სთ, სადაც ხდება სისხლში შეწოვა. უფრო მეტიც, კუჭის დაცლის სიჩქარე კლებულობს 20-25%–ით როდესაც ოფლდენით გამოწვეული წონის დაკლება იწვევს სხეულის წონის 5 % დაკლებას. მთავარი ინფორმაცია კი ის არის, რომ როგორც კი დეჰიდრატაცია მოხდება, უფრო ძნელია ადეკვატური რეჰიდრატაცია პერორალური (პირიდან) სითხეებით. მთავარი დეჰიდრატაციის მინიმუმადე შემცირებაში სითხის ზემოქმედებისას დავიწყოთ სითხეების მიღება სიცხის ზემოქმედებამდე და შევინარჩუნოთ იგი სიცხის ზემოქმედების დროს და მის შემდეგაც. სითხეები უნდა მივიღოთ მუშაობის დაწყებამდე, მუშაობისას და მისი დამთავრების შემდეგ. (ადამიანმა დღეში სულ მცირე 1.8 – 2.0 ლ წყალი უნდა მიიღოს)
დეჰიდრატაციის სიმპტომები:
წყურვილი, ნაკლები სიხშირით შარდვა, მშრალი კანი, დაღლილობა, თავბრუსხვევა, პირისა და ლორწოვანი გარსების სიმშრალე, გულისცემის და სუნთქვის სიხშირის გაზრდა
ჩვილებში და ბავშვებში შეიძლება იყოს შემდეგი დამატებითი სიმპტომები:
პირისა და ენის სიმშრალე, ტირილისას ცრემლის არ გამოყოფა, საფენების არ დასველება 3 საათზე მეტი ხნის განმავლობაში , ჩავარდნილი მუცელი, თვალები ან ლოყები, მაღალი ცხელება, მოუსვენრობა, ჩქმეტისა და ხელის გაშვების შემდეგ კანი არ ბრტყელდება.
წყარო: Prehospital Trauma Life Support (PHTLS)

შეტყობინება დაარედაქტირა shaverda911 - 31 მაი 2010 12:59
გვერდის დასაწყისში გადასვლა

MTAVARI
1 ივნისი 2010 00:40
შეტყობინება #8


ახალბედა
  • 17

რეპუტაცია: - 2 +
ჯგუფი: Mtavarsardali
პოსტები: 33
რეგ. თარიღი: 6.05.2010
Skype:--

გაფრთხილება:
0 / 5
მოზარდ თაობაში ხშირად ვხვდებით პრობლემას როდესაც სასწრაფოდ უნდათ სექსუალური მოთხოვნილების დაკმაყოფილება, რას ურჩევდი ამ შემთხვევაში?
გვერდის დასაწყისში გადასვლა

MISHA_DEDANASHVILI
1 ივნისი 2010 12:58
შეტყობინება #9


მებრძოლი
  • 34

რეპუტაცია: - 2 +
ჯგუფი: Ckhenosani
პოსტები: 86
რეგ. თარიღი: 24.04.2010
Skype:--

გაფრთხილება:
0 / 5
პასუხი ერთია ----------ქალი-------------wink: wink wink

შეტყობინება დაარედაქტირა MISHA_DEDANASHVILI - 1 ივნისი 2010 12:58
გვერდის დასაწყისში გადასვლა

shaverda911
1 ივნისი 2010 13:46
შეტყობინება #10


მებრძოლი
  • 34

რეპუტაცია: - 5 +
ჯგუფი: Ckhenosani
პოსტები: 57
რეგ. თარიღი: 19.03.2010
Skype:--

გაფრთხილება:
0 / 5
ციტატა: MTAVARI
მოზარდ თაობაში ხშირად ვხვდებით პრობლემას როდესაც სასწრაფოდ უნდათ სექსუალური მოთხოვნილების დაკმაყოფილება, რას ურჩევდი ამ შემთხვევაში?


სექსუალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებების სხვადასხვა გზა არსებობს, მაგრამ მე დავეთანხმები მიშას და \"სხვადასხვა\" მეთოდებზე უფრო ბუნებრივიც და ჯანმრთელობისთვისაც კარგი არის ჰეტეროსექსუალური სქესობრივი აქტი (ქალი). თუ ზემოთხსენებული აქტი რელიგიასაც არ ეწინააღმდეგებ (ცოლ–ქმარს ვგულისხმობ) – მთლად უკეთესი. განვიხილოთ სექსუალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების მეთოდები: პირველლი და ყველაზე გავრცელებული – ეს არის მასტურბაცია. მასტურბაცია (ონანიზმი) - ეს არის თვითსტიმულაცია ხელების საშუალებით, ან რაიმე სხვა ხერხით. უმეტეს შემთხვევაში მასტურბაცია ხდება: მოფერებით, ქნევით, თითების სმით, მოჭერით ან გენეტალიების სტიმულაციის რაიმე სხვა მეთოდით. მაგრამ ამავედროს თვითსტიმულაცია შეიძლება მოხდეს სხეულის სხვა ნაწილების აღგზნებით, მაგალითად: მკერდის, ბარძაყების შიდა ნაწილების, ან ანალური ხვრელის. მასტურბირებით დაკავება მედიცინის კუთხით ითვლება ნორმალურად, სექსუალურად ჩამოყალიბების პერიოდში და მასზე ადრე პერიოდშიც. თუ ვინმე ამით არ კავდება ესეც ნორმალურია. tashi
მასტურბაციით მიღებულ ორგაზმს იყენებს მამაკაცების 92%. ზოგიერთი მამაკაცი არ მასტურბირებს იმის გამო, რომ მათ არ აქვთ საკმარისი სექსუალური მოთხოვნილება. ზოგიერთი მამაკაცი კი მასტურბირებს სიცოცხლეში მხოლოდ ერთი-ორჯერ, მაგრამ არიან ისეთებიც,რომლებიც მასტურბირებენ 7-14-20 და მეტჯერ კვირაში, წლების განმავლობაში.
70%-მდე მოზარდი ბიჭების პირველი ეაკულაცია ხდება მასტურბირების დროს. მამაკაცების უმეტესობისთვის, დანარჩენებისთვის პირველი ეაკულაცია ხდება ძილის დროს და ჰეტეროსექსუალური სქესობრივი აქტის დროს. მასტურბაციის დროს ქალზეც იგივენაირად ხდება აღგზნება და შემდეგ ორგაზმი. ბიჭებისგან განსხვავებით გოგოებს შეუძლიათ რამდენჯერმე მიყოლებით განიცადონ ორგაზმი.
ყველა თავისებურად მასტურბირებს. მაგრამ შეიძლება გამოყოფა საერთო ასპექტების. ბიჭები და მოზარდები ადვილად იღგზნებიან ეროტიულ სურათებზე, ვიდეოსიუჟეტებზე ან უბრალოდ უცებ როდესაც ეროტიული ფანტაზიები მოადგებათ. ამიტომ ნაკლები უყურეთ \"ლამაზ\" ფილმებს და სურათებს და მეტი \"სასარგებლო საქმე გააკეთეთ\" (ვარჯიში, წიგნი, სახელოსნო და ა.შ.)
გვერდის დასაწყისში გადასვლა

shaverda911
1 ივნისი 2010 13:55
შეტყობინება #11


მებრძოლი
  • 34

რეპუტაცია: - 5 +
ჯგუფი: Ckhenosani
პოსტები: 57
რეგ. თარიღი: 19.03.2010
Skype:--

გაფრთხილება:
0 / 5
...გაგრძელება...

ისტორიული ფაქტები
მასტურბაცია (ლათ. manus - ხელი + stupro - მრუდობა) — სქესობრივი ლტოლვის დაკმაყოფილების ფორმა, საკუთარი ეროგენული ზონების გაღიზიანების გზით; იგულისხმება ძირითადად, ე. წ. უდავო ეროგენული ზონები, რომელთა რიცხვს განეკუთვნება გენიტალიები. მამაკაცთა მასტურბაციას ზოგჯერ ონანიზმსაც უწოდებენ, რაც ძველი აღთქმის პერსონაჟის, ონანის სახელიდან მომდინარეობს. არსებობს მასტურბაციის სხვა სინონიმიც - ხელმრუდობა. მასტურბაცია, ტრადიციული რელიგიების თვალსაზრისით, ცოდვად ითვლება. რელიგიური აკრძალვების გარდა, არსებობს ფართოდ გავრცელებული ცრურწმენა, რომ მასტურბაცია ორგანიზმში ღრმა პათოლოგიურ ცვლილებებს (მათ შორის ხელის გულებზე თმის ზრდას) იწვევს. wassat ამის გარდა, მასტურბაციის შემდგომი დანაშაულის გრძნობა ქმნის დამატებით ზეწოლას ნერვულ სისტემაზე, რაც კიდევ ერთ საფრთხეს ზრდის ნერვული აშლილობის განვითარებისთვის.

იმ დროს ავადმყოფობათა უმეტესობა დაწყებული ”პრიშჭიკებიდან” დამთავრებული სიგიჟემდე, უკავშირებდნენ მასტურბაციას. ბევრს ემართებოდა ფსიქოლოგიური პრობლემები სინდისის ქენჯვნის გამო, მასტურბაციის შემდეგ. მაგრამ რამოდენიმე ხსნის შემდეგ მაინც უბრუნდებოდნენ ამ ”საქმეს”.

ბევრი ათეული წლის შემდეგ ფსიქოლოგები და სხვადასხვა ექიმები მივიდნენ იმ აზრამდე, რომ მასტურბაცია არანაირ ზიანს არაყენებს ორგანისმს და არ განსხვავდება სხვა სექსუალური ქმედებებისგან და ყველანაირი ფსიქოლოგიური რყევა გამომდინარეობდა - მასტურბაციის დაშლის გამო.
ასე რომ მასტურბაცია არის სექსუალური ჩამოყალიბებისთვის ნორმალური ქმედება და ნორმალური ქმედებაა როგორც ქალეიბსთვის ასევე მამაკაცებისათვის.

ფსიქოფიზიკურად მამაკაცური მასტურბაცია ისევე ნორმალურია როგორც ღამის უნებლიე ეაკულაცია ძილის დროს, რაც დაგროვილი ნივთიერებების და სპერმისგან გაწმენდის გამო ხდება, როგორც ქალური მენსტრუაციის დროს ორგანიზმი გამოყოფს კვერცხუჯრედებიდან დაგროვებულ ნივთიერებებს.

მოკლედ – მედიცინის კუთხით ესეა ხალხო და ეხლა თქვენ თვითონ გადაწყვიტეთ, თუ რომელი \"საქმე\" ჯობია აკეთოს კაცმა.


P.S არსებობს კიდევ სხვა მეთოდები სექსუალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისა, მაგრამ ისინი განიხილება როგორც პათოლოგია. არ მინდა რომ ფორუმი დამახინჯდეს და ამიტომ არ განვიხილავ მათ.





გვერდის დასაწყისში გადასვლა

MISHA_DEDANASHVILI
2 ივნისი 2010 03:25
შეტყობინება #12


მებრძოლი
  • 34

რეპუტაცია: - 2 +
ჯგუფი: Ckhenosani
პოსტები: 86
რეგ. თარიღი: 24.04.2010
Skype:--

გაფრთხილება:
0 / 5
ზურა --------ბანზაი ხო არ ჩავრთოთ ამ საქმეში ----------გაუზიაროს ახალგაზრდებს გამოცდილება wink wink wink wink wink wink
გვერდის დასაწყისში გადასვლა

zurab maxaradze
2 ივნისი 2010 10:23
შეტყობინება #13


ახალბედა
  • 17

რეპუტაცია: - 2 +
ჯგუფი: Ckhenosani
პოსტები: 21
რეგ. თარიღი: 22.04.2010
Skype:--

გაფრთხილება:
1 / 5
რაში , მედიცინაში თუ laughing
გვერდის დასაწყისში გადასვლა

MISHA_DEDANASHVILI
2 ივნისი 2010 14:53
შეტყობინება #14


მებრძოლი
  • 34

რეპუტაცია: - 2 +
ჯგუფი: Ckhenosani
პოსტები: 86
რეგ. თარიღი: 24.04.2010
Skype:--

გაფრთხილება:
0 / 5
კარგად იცი რაშიც–––––––––თვითონ უკეთესად wink laughing
გვერდის დასაწყისში გადასვლა

Laliashvili
2 ივნისი 2010 23:53
შეტყობინება #15


მებრძოლი
  • 34

რეპუტაცია: - 9 +
ჯგუფი: Ckhenosani
პოსტები: 123
რეგ. თარიღი: 19.03.2010
Skype:--

გაფრთხილება:
0 / 5
ბანზაი უკვე აქტიურად არის ჩართულია ამ საქმეში ბიჩებო ნუ ნერვიულობთ. ის უკვე დიდი ხანია რაც ბავშვებს მოუწორებს და აჩვევს კაცურ ცხოვრებას. farikaoba ჩემ მებრძოლად აღზრდაშიც დიდი წვლილი შეითანა ბატონმა ბანზაიმ bully

--------------------
სამშობლოსათვის!
გვერდის დასაწყისში გადასვლა

nikoloz
2 ივნისი 2010 23:58
შეტყობინება #16


ახალბედა
  • 17

რეპუტაცია: - 1 +
ჯგუფი: Ckhenosani
პოსტები: 27
რეგ. თარიღი: 2.06.2010
Skype:--

გაფრთხილება:
1 / 5
ბანზაი არ ვიცი მე, რეებს მიაც-მოაცვამთ:) შემოგიერთდებით ჩემი კუთხით შემიძლია გაგიზიაროთ ულტრაბგერის საიდუმლოებები თუ დაგაინტერესებთ :)
გვერდის დასაწყისში გადასვლა

Laliashvili
3 ივნისი 2010 00:33
შეტყობინება #17


მებრძოლი
  • 34

რეპუტაცია: - 9 +
ჯგუფი: Ckhenosani
პოსტები: 123
რეგ. თარიღი: 19.03.2010
Skype:--

გაფრთხილება:
0 / 5
wink აბა გისმენთ ნიკოლოზ რას გვეტყვით ახალს და საინტერესოს?

--------------------
სამშობლოსათვის!
გვერდის დასაწყისში გადასვლა

shaverda911
3 ივნისი 2010 09:01
შეტყობინება #18


მებრძოლი
  • 34

რეპუტაცია: - 5 +
ჯგუფი: Ckhenosani
პოსტები: 57
რეგ. თარიღი: 19.03.2010
Skype:--

გაფრთხილება:
0 / 5
ჩემი თხოვნა იქნება - თემიდან ნუ გადაუხვევთ. გვაქვს ჩვენ \"ქება\", \"დაცინვა\" და სხვა მრავალი თემა - იქ გააგრძელეთ მსგავსი საუბრები.

შეტყობინება დაარედაქტირა shaverda911 - 3 ივნისი 2010 17:17
გვერდის დასაწყისში გადასვლა

shaverda911
3 ივნისი 2010 17:19
შეტყობინება #19


მებრძოლი
  • 34

რეპუტაცია: - 5 +
ჯგუფი: Ckhenosani
პოსტები: 57
რეგ. თარიღი: 19.03.2010
Skype:--

გაფრთხილება:
0 / 5
ვაგრძელებთ \"ცხელი ამინდების თემას\":

სითბური გადაძაბვა
ადამიანის ორგანიზმში მუდმივად მიმდინარეობს თერმორეგულაციური პროცესი, რომელიც გულისხმობს ბალანსს – სითბოს წარმოქმნასა და გაცემას შორის. (ადამიანის ნორმალური ტემპერატურა 37° C (±0.6°).
სითბო წარმოიქმნება მეტაბოლიზმის (ორგანიზმში მიმდინარე ქიმიური რეაქციები) გზით, კუნთების ნებითი შეკუმშვითა და კანკალით (უნებლიე შეკუმშვა, სითბოს წარმოქმნა იზრდება 5-6 ჯერ, /კანკალი იწყება 34,4-36° C და წყდება 29-31° C.). ამავდროულად, წარმოქმნილი სითბო გაიცემა ორგანიზმიდან გარემოში სხვადასხვა გზით: კონდუქცია (გამტარებლობა), კონვექცია, აორთქლება.
კონდუქცია (გამტარებლობა)[/i] – არის სითბოს გადაცემა, ორი სხეულის უშუალო კონტაქტისას, როგორიცაა მაგალითად დავარდნის შემდეგ ცივ მიწაზე. მიწაზე მწოლიარე ადამიანი უფრო სწრაფად დაკარგავს სითბოს, ვიდრე მაშინ, როცა გახდილია ცივ ჰაერზე;
კონვექცია[i]
– არის სითბოს გადაცემა, მყარი სხეულიდან წყაროზე, რომელიც მოძრაობს მყარი სხეულის გასწვრივ. ჰაერის ან წყლის ნაკადი არის ორი წყარო, რომელიც განიხილება კონვექციური სითბოს დაკარგვისას, იმიტომ რომ ისინი ეხებიან ადამიანის სხეულს. გრილი ჰაერის ან წყლის მოძრაობა თბილი კანის გასწვრივ უზრუნველყოფს სითბოს უწყვეტ მოცილებას თბილი კანიდან. უფრო მეტიც, პაციენტი სხეულის სითბოს 25–ჯერ უფრო სწრაფად დაკარგავს წყალში, ჰაერთან შედარებით იგივე ტემპერატურაზე;
აორთქლება [/i]– ოფლისა მეტად ეფექტური საშუალებაა სხეულის ტემპერატურის შემცირებისა, რაც დამოკიდებულია ჰაერის ფარდობით ტენიანობაზე. წყლისა და თანმხლები სითბოს ბაზალურ დაკარგვას ამოსუნთქულ ჰაერთან, კანიდან და ლორწოვანი გარსებიდან, ეწოდება შეუმჩნეველი დაკარგვა და გამოწვეულია აორთქლებით. ეს შეუმჩნეველი დაკარგვა ჩვეულებრივ შეადგენს ბაზალური (ძირითადი) ტემპერატურის 10%–ს, მაგრამ როდესაც სხეულის ტემპერატურა მატულობს ეს პროცესი ხდება უფრო შესამჩნევი და ოფლი წარმოიქმნება.
სითბური გადაძაბვა – არის სითბოთი გამოწვეული ყველაზე ხშირი დარღვევა. ეს მდგომარეობა შეიძლება ჩამოყალიბდეს დღეების განმავლობაში, როგორც მაგალითად მოხუცებში, რომლებიც ცხოვრობენ ცხოვრობენ ცუდად განიავებულ სივრცეში, ან მწვავედ, როგორც სპორტსმენებში. ყველაზე უფრო ხშირად, განსაკუთრებით ორგანიზმზე მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებისას, მსგავსი მდგომარეობა ვითარდება ოფლდენით გამოწვეული მარილების და წყლის დანაკარგით. თუ სითბურ გადაძაბვას ეფექტურად არ ვუმკურნალეტ, მან შეიძლება გამოიწვიოს სითბური დარტყმა, რომელიც ბევრად უფრო საშიში სითბური დაავადებაა.
შეფასება.[i]
ნიშნები და სიმპტომები მოიცავს წყურვილს, შარდის შემცირებას, თავის ტკივილს შუბლის არეში, ძილიანობა, ეიფორია, გულისრევა, თავბრუსხვევა, აღელვება, დაღლილობა და აპათია. პაციენტები უკეთესად გრძნობენ თავს როცა წვანან, მაგრამ როდესაც წამოჯდომას ან წამოდგომას შეეცდებიან, თავბრუ ეხვევათ. სუნთქვისა და პუსის სიხშირე შეიძლება იყოს სწრაფი. ტემპერატურა ყოველთვის ნაკლებია 40° C–ზე.
მკურნალობა[i][/i]. დაუყონებლივ მოაცილე პაციენტი ცხელ გარემოს და გადაიყვანე გრილ გარემოში. მოათავსე იგი გულაღმა მწოლიარე მდგომარეობაში. მოაშორე ყველაფერი რაც ხელს უშლის სითბოს გაფანტვას (ტანსაცმელი, ქუდი...). დაალევინე რაც შეიძლება მეტი წყალი (თუ პირნაღები მასის ასპირაციის საშიშროება გამორიცხულია). შესაძლებელია ცოტა ოდენი მარილის (1 ჩ/კ 1 ლიტრზე) წყალში გაზავება. კარგი გამოსავლის მიუხედავად – სასურველია ექიმთან ვიზიტი/კონსულტაცია.

შეტყობინება დაარედაქტირა shaverda911 - 3 ივნისი 2010 17:30
გვერდის დასაწყისში გადასვლა

shaverda911
3 ივნისი 2010 17:22
შეტყობინება #20


მებრძოლი
  • 34

რეპუტაცია: - 5 +
ჯგუფი: Ckhenosani
პოსტები: 57
რეგ. თარიღი: 19.03.2010
Skype:--

გაფრთხილება:
0 / 5
სითბური დარტყმა (მზის დარტყმას რო ვეძახით – აი ეგა yes )
როდესაც ადამიანის ბაზალური (ძირითადი) ტემპერატურა აღემატება 40° C–ს, ირღვევა თერმორეგულატორული სიტემა (ჰიპოთალამუსი), რომლის გარეშეც შეუძლებელია სითბოს გაფანტვა და ორგანიზმის გაგრილება.
ყველაზე მნიშვნელოვანი განსხვავება სითბურ გადაძაბვასა და სითბურ დარტყმას შორის არის ნევროლოგიური დარღვევა, რომელიც გამოიხატება, მენტალური სტატუსის (ცნობიერების დონე) შეცვლით.
შეფასება.[/i] სითბური დარტყმის მქონე პაციენტები ტიპიურად წარმოგვიდგებიან თბილი, წამოწითლებული კანით. მათ შეიძლება სდიოდეთ ან არ სდიოდეთ ოფლი. სუნთქვისა და პულსის სიხშირე გახშირებულია, პულსი სხივის არტერიაზე ძაფისებრია. ცნობიერების დონე შეიძლება ცვალებადობდეს შეცბუნებულობიდან, გრძნობადაკარგულამდე, ზოგჯერ ადგილი აქვს სახეზე კრუნჩხვებს. როგორც დადასტურებულია საავადმყოფოებში – ბაზალური ტემპერატურა შეიძლება ცვალებადობდეს 40 – 47° C. ძირითად სხვაობა სითბურ დაკვრასა და სხვა სითბურ მდგომარეობებს შორის არის – სხეულის ტემპერატურის მატება და მენტალური სტატუსის შეცვლა.
მკურნალობა.[i]
ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც შეიძლება ჩუტარდეს სითბური დარტყმის მქონე პაციენტს, არის დაუყოვნებლივი და სწრაფი მთელი სხეულის გაგრილება, რათა შეამციროს ბაზალური ტემპერატურა. გაგრილება შესაძლებელია ნებისმიერი გზით: წყლის დასხმით (სარწყავი მილი, ბოთლი), უფრო მეტად ეფექტური მეთოდია სხეულის სველ ზეწარში გახვევა და მისი სველად და გრილად შენარჩუნება მანამ სანამ ტემპერატურა არ დაეცემა 37° C–მდე. საავადმყოფოებში იყენებენ აგრეთვე ყინულიან წყალში ჩასმას. თუ სველი ზეწარი ხელმისაწვდომი არ არის, შეგვიძლია ცივი წყლით სავსე ბოთლი ან ყინული დავადოთ მიდამოებში სადაც გადის მაგისტრალური არტერიები, რათა სისხლის გაგრილების გზით მოხდეს ორგანიზმის ბაზალური ტემპერატურის დაქვეითება: კისერი (საძილე არტერია), იღლიის ფოსოები (მხრის არტერია), ბარძაყი (ბარძაყის არტერია), მუხლქვეშა ფოსო (მუხლქვეშა არტერია).

შეტყობინება დაარედაქტირა shaverda911 - 3 ივნისი 2010 17:32
გვერდის დასაწყისში გადასვლა
Быстрый ответ პასუხი
1ადამიანი კითხულობს ამ თემას (სტუმრები: 1)
მომხმარებლები: 0

  ფორუმის დროით: 19 მაი 2012 10:14

 
ავტორიზაცია
Username:
Password:
 
 
 
 
 
სიახლეების არქივი
 
 
 
 
 © ქართული საბრძოლო ხელოვნება  

 საიტი დამზადებულია DR-studio-ს მიერ