მთავარი ფორუმი » რა გაწუხებს?, დავეხმაროთ ერთმანეთს მორ » ქართული საბრძოლო ხელოვნება





  მთავარი თბილისი ქუთაისი ბათუმი რუსთავი გორი ტყიბული  
   
 
 
|
მთავარი კავშირი აღჭურვილობა თეატრი სპორტი უსტარი გალერეა ვიდეო ფორუმი კონტაქტი
 
საბანკო რეკვიზიტები
მიმღები: კავშირი "ქართული საბრძოლო ხელოვნება"
საიდენ. ნომერი: 202361728
ბანკი: ს.ს. საქართველოს ბანკი
ბანკის კოდი: 220101502
ანგარიშის ნომერი: 187872000
 
ანონსი
 
პარტნიორები
 
 





4 გვერდები 1 2 3 4 შემდეგი
პასუხი
 რა გაწუხებს?, დავეხმაროთ ერთმანეთს მორ

shaverda911
29 ივნისი 2010 16:22
შეტყობინება #61


მებრძოლი
  • 34

რეპუტაცია: - 5 +
ჯგუფი: Ckhenosani
პოსტები: 57
რეგ. თარიღი: 19.03.2010
Skype:--

გაფრთხილება:
0 / 5
ციტატა: zurab maxaradze
რა რაციონია ოპტიმალური წონის მოსამატებლად


საერთოდ - ვარჯიშისას უნდა ეცადო, რომ მიიღო რაც შეიძლება მეტი ჯანსაღი საკვები, რათა ხელი შეუწყო შენი ორგანიზმის მეტაბოლიზმს (ნივთიერების ცვლა).

რაც შეეხება ვარჯიშისას წონაში მატებას უნდა მიიღო მეტი ცილა, როგორც ცხოველური ასევე მცენარეული - მჭლე ხორცი, ქათამი, თევზი, მარცვლეული - სოიო, მუხუდო, ბარდა... მეტად კალორიული და კვებითი ღირებულების მქონეა სხვადასხვა ბურღულეული და თხილეული.

კვების სიხშირეს რაც შეეხება - შენ შეიძლება ერთ, ორ ან სამ ჭამაზე ვერ მიიღო შენთვის საკმარისი დღიური რაციონი, იმიტომ რომ ბევრს ვერ ჭამ (სწრაფად ნაყრდები). ამიტომ ჯობია საკვები მიიღო პატარა ულუფებით დღეში რამოდენიმეჯერ, თუნდაც 5-6x

...და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი: არსებობს ვარჯიშები, რომლის დროსაც წონაში იმატებ (რეზისტენტული ვარჯიში – სიმძიმეების აწევა) და ვარჯიშები რომლის დროსაც წონაში იკლებ (აერობული ვარჯიში – სირბილი, ველოსიპედი...).fellow ასე რომ ყველაფრის დაბალანსება გინდა კაცს fellow

შეტყობინება დაარედაქტირა shaverda911 - 29 ივნისი 2010 16:24
გვერდის დასაწყისში გადასვლა

MISHA_DEDANASHVILI
30 ივნისი 2010 13:47
შეტყობინება #62


მებრძოლი
  • 34

რეპუტაცია: - 2 +
ჯგუფი: Ckhenosani
პოსტები: 86
რეგ. თარიღი: 24.04.2010
Skype:--

გაფრთხილება:
0 / 5
შავეერდ ვინ დაიწყებს ეხლა ბარდისა და სოიოს ჭამს თუმცა კარგია მარა ------------მახარძე ლუდი ჩაარტყი ხოლმე - და ღვინის სმას მოუხშირე და მერე ნახე შენი წონა რა კარგი გახდება და მშვენიერი-------------- sad
გვერდის დასაწყისში გადასვლა

shaverda911
30 ივნისი 2010 15:43
შეტყობინება #63


მებრძოლი
  • 34

რეპუტაცია: - 5 +
ჯგუფი: Ckhenosani
პოსტები: 57
რეგ. თარიღი: 19.03.2010
Skype:--

გაფრთხილება:
0 / 5
yes sad
გვერდის დასაწყისში გადასვლა

MTAVARI
3 ივლისი 2010 04:49
შეტყობინება #64


ახალბედა
  • 17

რეპუტაცია: - 2 +
ჯგუფი: Mtavarsardali
პოსტები: 33
რეგ. თარიღი: 6.05.2010
Skype:--

გაფრთხილება:
0 / 5
მაგარი პოსტებია, ძალიან საინტერესოა, ექიმებს მინდა ვთხოვო, არ დატოვონ კითხვები უყურადღებოდ. რადიკულიტზეც თუ დაწერთ რამეს მადლობელი ვიქნები. მე ვრაფერი გავიგე, ზოგი ამბობს ნერვია, ზოგი თირკმელები, ზოგი დისკიო, ზოგი პროსტატაო, ზოგი კუნთი. მე ყველაფერი გამოვრიცხე, დისკის, ნერვის და კუნთის გარდა.
მართლა საინტერესოა რა იწვევს, და როგორ იკურნება და როგორ უნდა განასხვავო.
გვერდის დასაწყისში გადასვლა

nikoloz
4 ივლისი 2010 13:14
შეტყობინება #65


ახალბედა
  • 17

რეპუტაცია: - 1 +
ჯგუფი: Ckhenosani
პოსტები: 27
რეგ. თარიღი: 2.06.2010
Skype:--

გაფრთხილება:
1 / 5
გავა-წელის რადიკულიტი ცნობილია აგრეთვე ხერხემლის ოსტეოქონდროზის, იშიაზის და დისკოზის სახელწოდებით. ავადმყოფური მოვლენები უხშირესად იმის შედეგად აღმოცენდება, რომ ხერხემლის მალთაშუა ხრტილები გადაგვარებითი ცვლილებების შედეგად მექანიკურ გამძლეობას კარგავენ, იჭედებიან, მათი კიდე გარეთ გამოდის, რაც იწვევს ტკივილს და მოძრაობითი ფუნქციის მოშლას.

დამახასიათებელია მწვავე ტკივილი, რომელიც ჩვეულებრივ იწყება წელის არეში და თანდათანობით ვრცელდება ქვედა კიდურის უკანა ზედაპირზე (საჯდომი ნერვის მიმართულებით), ან უფრო იშვიათად, ბარძაყის წინა ზედაპირზე. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი ფესვია დაზიანებული - საჯდომი თუ ბარძაყის ნერვის. ტკივილი მღრღნელი ხასიათისაა და ღამით მწვავდება. ავადმყოფს ტკივილი მუდამ აქვს, მიუხედავად იმისა, დგას იგი, წევს თუ ზის; ტკივილი ძლიერდება დახველების, დაცემინების, ყოველგვარი მოძრაობის და ფეხის უხერხულ მდგომარეობაში ყოფნისას. ასეთი ავადმყოფი ძირითადად მწოლიარეა, საწოლში პოზა იძულებითია: წევს საღ გვერდზე, დაავადებული კიდური მოხრილი აქვს მუხლისა და მენჯ-ბარძაყის სახსრებში. ავადმყოს უჭირს საწოლში გადაბრუნება, სკამიდან ადგომა, იატაკიდან რაიმე საგნის აღება, ფეხსაცმლის ჩაცმა და სხვა. მაგრამ სკამზე დაჯდომის დროს იგი საღ დუნდულზე ჯდება - დაავადებული ფეხი ნახევრად მოხრილი აქვს; ტკივილი განსაკუთრებით ძლიერდება სიარულის დროს, კიბეზე ასვლა-ჩამოსვლისას, სიარულის დორს კოჭლობს, ეყრდნობა მეორე საღ ფეხს. ხელის დაჭერა ნერვის მიმართულებით იწვევს ტკივილის გაძლიერებას. განსაკუთრებით მტკივნეულია ის ადგილები, სადაც ნერვი ძვალთან ახლოსაა მიბჯენილი, მაგალითად, მუხლქვეშა ფოსოში, მცირე წვივის ძვლის თავთან, დუნდულის ქვედა ნაოჭში. დაავადებულ მხარეზე აღინიშნება დაბუჟების შეგრძლება წვივისა და ტერფის მიდამოში ან ბარძაყის წინა ზედაპირზე.

რადიკულიტის გარდა გავა-წელის არესა და ქვედა კიდურში ტკივილის ზოგიერთი სხვა დაავადებაც იძლევა, როგორიცაა - კოქსიტი (მენჯ-ბარძაყის სახსრის ანთება), სპონდილიტი (ხერხემლის მალის დაშლა), ზურგის ტვინის სიმსივნე, მცირე მენჯის ღრუ და ქალის სასქესო ორგანოების დაავადებები და სხვა. ამიტომ სავალდებულოა, რომ ავადმყოფი სათანადო სპეციალისტმა გასინჯოს. უნდა ჩატარდეს რენტგენოლოგიური გამოკვლევა, ვინაიდან ის ხშირად გვაძლევს უტყუარ მონაცემებს ზუსტი დიაგნოზის დასადგენად.

ავადმყოფისათვის ნაჩვენებია წოლითი რეჟიმი. იგი უნა იწვეს მაგარ საწოლზე, რისთვისაც ლეიბის ქვეშ უნდა დაიდოს ფიცრები ან დიქტი. ექიმის დანიშნულებით ეძლევა ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო და დამამშვიდებელი საშუალებები. კუნთებში უკეთდება ვიტამინი.

რადიკულიტის მკურნალობა ხალხური მედიცინის რეცეპტებით


ა ლ ო ე
იღებენ 375 გრ ალოეს ფოთლებს (3-5 წლიან, რომელიც არ უნდა მოირწყას წინა 5 დღის განმავლობაში.) აჭრიან ეკლებსა და ატარებენ ხორცსაკეპ მანქანაში. უმატებენ 625 გ ნატურალურ მაისის თაფლსა და 675 მლ წითელ ღვინოს. ურევენ და დგამენ 5 დღით ბნელ, ცივ ადგილას.
მიღება: პირველი 5 დღის განმავლობაში თითო ჩაის კოვზი დღეში 3-ჯერ 1 საათით ადრე ჭამამდე. შემდეგ დღეებში სუფრის კოვზით.

პ ი რ შ უ შ ხ ა
მტკივნეულ ადგილას იდებენ პირშუშხას ფოთლებსა და წელს თბილად იხვევენ. ან ფოთლებს ატარებენ ხორცსაკეპ მანქანაში და ამ ფაფას საფენით იდებენ წელზე. გარედან კი თბილად იხვევენ.

ბ ო ლ ო კ ი
შავ ბოლოკს ხეხავენ კანიანად. წურავენ და მიღებულ წვენით იზელენ მტკივნეულ ადგილებს.

ს ვ ი ა
იღებენ 10 გ სვიის გირჩებს, უმატებენ 200 მლ მდუღარე წყალსა და ადუღებენ განახევრებამდე. ამ ნახარშს უმატებენ 4 წილ ძროხის ქონს ან ვაზელინსა და იზელენ მტკივნეულ ადგილებს.გააფართოვეთ
 title=


კომპიუტერული ტომოგრაფია წელის და გავა–კუდუსუნის მალთაშუა დისკების გამოვარდნის,რომელიც ყველაზე გავრცელებულია და იწვევს ტკივილის მსგავსს სიმპტომებს:

 title=






კომპიუტერული ტომოგრაფია L5-S1 მალების:

1-არტერია.
2-მალთაშუა დისკის პროლაფსი (რომელიც ახდენს ხერხემლის არხზე ზეწოლას).
3-ოსტეოფიტი (ძვლოვანი წანაზარდი,რომელიც ზრდის ნერვულ სტრუქტურებზე ზეწოლას).
4-არტერია.

საინტერესო ლინკი სადაც თვალსაჩინოდ არის ნაჩვენები მალთაშუა დისკების გამოვარდნილობები მაგნიტურ-რეზონანსული სკანირების გზით:

http://www.radsource.us/clinic/0804

შეტყობინება დაარედაქტირა nikoloz - 4 ივლისი 2010 14:25
გვერდის დასაწყისში გადასვლა

4 გვერდები 1 2 3 4 შემდეგი
Быстрый ответ პასუხი
1ადამიანი კითხულობს ამ თემას (სტუმრები: 1)
მომხმარებლები: 0

  ფორუმის დროით: 19 მაი 2012 10:18

 
ავტორიზაცია
Username:
Password:
 
 
 
 
 
სიახლეების არქივი
 
 
 
 
 © ქართული საბრძოლო ხელოვნება  

 საიტი დამზადებულია DR-studio-ს მიერ