| |
| |
 |
| |
 |
|
| კალენდარი |
| « თებერვალი 2012 » |
|---|
| ორ | სა | ოთ | ხუ | პა | შა | კვ |
|---|
| | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | | 27 | 28 | 29 | |
|
|
|
|
  |
 რა გაწუხებს?, დავეხმაროთ ერთმანეთს მორ |
|
| GORGASLIANI |
 30 ოქტომბერი 2010 22:04
|

მეომარი
რეპუტაცია: 11 
ჯგუფი: Mtavarsardali
პოსტები: 408
რეგ. თარიღი: 19.03.2010
Skype:--
გაფრთხილება:
|
ana-no, ხო თემას ვინ ჩივის მართლაც ჯამრთელად იყოს ყველა, მაგრამ ზამთარი მოდის და კაი იქნებოდა ჩვენი ექიმი თანამებრძოლები რას გვირჩევდნენ როგორ დავიცვათ თავი გაციებისგან? (ნუ თბილად რო უნდა ჩავიცვათ ჩავთვალოთ რო ეგ ვიცით უკვე) 
--------------------
სიბრძნე! სიმართლე! ძალა! |
|
|
|
| ana-no |
 1 ნოემბერი 2010 23:55
|

მებრძოლი
რეპუტაცია: 4 
ჯგუფი: Ckhenosani
პოსტები: 142
რეგ. თარიღი: 21.06.2010
Skype:--
გაფრთხილება:
|
გარდა ამისა, უნდა მივიღოთ ბევრი ვიტამინი, მაგრამ აბების სახით არა, ნატურალური ვიტამინებიი :) ჰო, ვირუსების პერიოდში სალხიდან გასვლამდე 1 კბილი ნივრის დაღეჭვა არ გვაწყენდა. ისე ნიორი და ხახვი წლის ნებისმიერ დროს სასარგებლოაო, ამბობენ. ნუ, დილაობით 1 ჭიქა ჭაჭა რომ გადაკრას ადამიანმა, ეგეც არ აწყენს :))) დანარჩენ რჩევებს კვალიფიციური მედიკოსებისგან დაველოდები :)
--------------------
რაც შეიძლება მეტი სიკეთე მიუზღე ადამიანთა რაც შეიძლება დიდ რიცხვს!.. |
|
|
|
| grendaizer |
 4 ნოემბერი 2010 00:32
|

ახალბედა
რეპუტაცია: 0 
ჯგუფი: Pekhosani
პოსტები: 7
რეგ. თარიღი: 30.10.2010
Skype:--
გაფრთხილება:
|
მე რორგორც ვიცი თაფლიანი წყალი ლიმნით მისწრებაა.. ადრე კალათბურთზე დავდიოდი და იკ გვასმევდა ტრენერი.. ჯანზე მოვყავდი მაგრად.. ისე თქვენც თუ იყენებთ მაგ \"რეცეპტს\" ? გამიგია რო ჩვენი წინაპრები წითელ ღვინოში ურევდნენ თაპლს და უზმოზე სვავდნენო |
|
|
|
| ana-no |
 11 ნოემბერი 2010 23:26
|

მებრძოლი
რეპუტაცია: 4 
ჯგუფი: Ckhenosani
პოსტები: 142
რეგ. თარიღი: 21.06.2010
Skype:--
გაფრთხილება:
|
თაფლი იმდენად არ მიყვარს, რომ მაგას ისევ ნივრის ჭამა მირჩევნია :)) ამიტომ თაფლთან დაკავშირებულ რეცეპტებს არ ვწყალობ.. :P
--------------------
რაც შეიძლება მეტი სიკეთე მიუზღე ადამიანთა რაც შეიძლება დიდ რიცხვს!.. |
|
|
|
| shaverda911 |
 7 დეკემბერი 2010 11:46
|

ახალბედა
რეპუტაცია: 0 
ჯგუფი: Unknown person
პოსტები: 0
რეგ. თარიღი: 1.01.1970
Skype:--
გაფრთხილება:
|
ბოლო ასწლეულია, ადამიანმა ძალზედ სწრაფად შეცვალა თავისი ცხოვრების სტილი, კერძოდ გახდა ძალიან უმოძრაო, რამაც დამანგრეველ შედეგებამდე მიიყვანა იგი: ჭარბწონიანობა, არტერიული ჰიპერტენზია, გულის იშემიური დაავადებები და სხვ. ამას თან ერთვის სხვადასხვა სტრესული გარემოებები, მავნე ჩვევები, არაჯანსაღი კვება და გარემო პირობები, რაც არყევს და არღვევს ადამიანის ჯანმრთელობას. მედიცინაში არსებობს თეორია – „სიცოცხლესთან ერთად იწყება სიკვდილიც“. იმისათვის რომ „შევანელოთ“ ორგანიზმის ნგრევა, საჭიროა მაქსიმალურად დავიცვათ ცხოვრების ჯანსაღი წესი, რაც მდგომარეობს იმაში რომ ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზები იქნას შემცირებული ან აღმოფხვრილი (?). აუცილებელია რომ ადამიანი სისტემატიურად დაიტვირთოს ფიზიკურად (ნორმის ფარგლებში), წინააღმდეგ შემთხვევაში ორგანიზმი იწყებს „ქრობას“. P.S. კიდევ ერთი საინტერესო თეორია მედიცინაში: „ადამიანის ორგანიზმს რომ იდეალური პირობები ქონდეს – იგი უკვდავი იქნება“ განავრცეთ თემა |
|
|
|
| lomisi |
 17 დეკემბერი 2010 23:56
|

ახალბედა
რეპუტაცია: 0 
ჯგუფი: Medroshe
პოსტები: 16
რეგ. თარიღი: 13.05.2010
Skype:--
გაფრთხილება:
|
ზურა, მოღუნვის დროს მუხლი მტკივა, რაღაც გაიტკაცუნებს ხოლმე. ვერაფერს მირჩევ?
--------------------
ზ. ბექაური |
|
|
|
| shaverda911 |
 18 დეკემბერი 2010 10:49
|

ახალბედა
რეპუტაცია: 0 
ჯგუფი: Unknown person
პოსტები: 0
რეგ. თარიღი: 1.01.1970
Skype:--
გაფრთხილება:
|
ციტატა: lomisi მოღუნვის დროს მუხლი მტკივა, რაღაც გაიტკაცუნებს ხოლმე. ვერაფერს მირჩევ? ესე ძნელია რამის თქმა. ბევრი რამე შეიძლება იყოს, იმიტომ რომ მუხლის სახსარი, თავისი შენებით, ყველაზე რთული სახსარია. სპეციალისტს უნდა აჩვენო. ამ ეტაპზე რისი რჩევაც შემიძლია - არ დატვირთო და მოძრაობაშიც შეზღუდე. შეგიძლია ელასტიური ბინტი დაიხვიო ან სპეციალური სამუხლე გაიკეთო. ციტატა: shaverda911 ჯანმრთელად იყოს ყველა და თემის ჩავარდნას დაეძეებ? ანანო, მაგ თეორიით ექიმებიც უმუშევრები უნდა იყვნენ?  შეტყობინება დაარედაქტირა shaverda911 - 18 დეკემბერი 2010 11:29 |
|
|
|
| nikoloz |
 20 დეკემბერი 2010 00:56
|

მებრძოლი
რეპუტაცია: 3 
ჯგუფი: Medroshe
პოსტები: 116
რეგ. თარიღი: 2.06.2010
Skype:--
გაფრთხილება:
|
მართალია ზურა. პირველ რიგში მუხლის სახსარი ტრავმატოლოგმა უნდა ნახოს და დანიშნოს გამოკვლევები და შემდეგ მკურნალობა. ჩემი გამოცდილებით როდესაც მუხლის სახსრის ბოლომდე მოხრის და/ან გაშლის დროს არის ტკივილი, მოძრაობისას ტკაცუნის ხმა შეინიშნება, სახსარი იჭედება, ვარაუდობენ მენისკის დაზიანებას. გამოკვლევებიდან მუხლის სახსრის ექოსკოპია ეფექტურია. |
|
|
|
| shaverda911 |
 20 დეკემბერი 2010 09:48
|

ახალბედა
რეპუტაცია: 0 
ჯგუფი: Unknown person
პოსტები: 0
რეგ. თარიღი: 1.01.1970
Skype:--
გაფრთხილება:
|
მცირე ინფორმაცია მენისკის შესახებ (იხ. ბმული) http://www.youtube.com/watch?v=xYIzlUDz6Nc |
|
|
|
| amiran karseladze |
 3 იანვარი 2011 22:11
|

ახალბედა
რეპუტაცია: 1 
ჯგუფი: Ckhenosani
პოსტები: 22
რეგ. თარიღი: 19.03.2010
Skype:--
გაფრთხილება:
|
50 არგუმენტი რატომ არ უნდა მოწიოთ სიგარეტი გთავაზობთ 50 არგუმენტს, თუ რატომ არ უნდა მოსწიოთ სიგარეტი. სკეპტიკოსმა მწეველებმა დაასახელეთ თუნდაც ერთი საპირისპირო არგუმენტი, რომელიც გაამართლებს სიგარეტის მოწევას. თუ ასეთ არგუმენტს ვერ დაგვიპირისპირებთ, დაუფიქრდით ჩვენს კითხვას – რატომ ეწევით?
1.თამბაქოს ნებისმიერი პროდუქტი შეიცავს ნიკოტინს. 2.თამბაქოს ფოთლის ქიმიური შემადგენლობაა: ნიკოტინი 1-4%, ნახშირწყლები 2-20%, ორგანული მჟავები 5-17%, ცილები 1-13%, ეთერები 0,1-1,7%. 3.ნიკოტინი მცენარეული წარმოშობის ალკალოიდია, რომელიც უარყოფით ზემოქმედებას ახდენს ცენტრალურ და ვეგეტატურ ნერვულ სისტემაზე. 4.ნიკოტინი არის ისეთივე ნივთიერება, როგორიცაა კოკაინი და ჰეროინი. 5.ნიკოტინი საწამლავია, რომელიც ძლიერ დამოკიდებულებას იწვევს. 6.ერთი წვეთი ნიკოტინი კლავს საშუალო წონის ადამიანს. 7.თამბაქოში შემავალი ნიკოტინი იწვევს რა მძიმე დაავადებებს, ადამიანს კლავს თანდათანობით, 8.ნიკოტინი ჩასუნთქულ კვამლთან ერთად ჩადის ფილტვებში, სწრაფად გადადის სისხლში და თავის ტვინს აღწევს 8 წამში. 9.ნიკოტინი მცირე დოზით აღაგზნებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას და სუნთქვის ცენტრს. აძლიერებს ნერწყვის გამოყოფას, ავიწროვებს გუგას, იწვევს მაჯისცემისა და არტერიული წნევის მომატებას; 10.სიგარეტის მოწევისას ორგანიზმისათვის ნიკოტინის საშიში კონცენტრაციაა 0,5 მგრ/მ. ნიკოტინის ეს კონცენტრაცია შეიძლება დაგროვდეს საშუალო მოცულობის ოთახში 8 ღერი სიგარეტის მოწევის შემთხვევაში; 11.თამბაქოს მოხმარება, მასში არსებული ალკალოიდის – ნიკოტინისა და მისგან წარმოებულების – ფარმაკოლოგიური თავისებურებების გამო იწვევს ადამიანის დამოკიდებულებას თამბაქოს ნაწარმზე. დროთა განმავლობაში ნიკოტინის მიმართ ყალიბდება ფსიქიკური და ქცევითი დამოკიდებულება, ნიკოტინური დოზის მიმართ ვითარდება ტოლერანტობა, ნიკოტინის განსაზღვრული დოზის არ მიღების შემთხვევაში _ ,,ნიკოტინური შიმშილი”, რაც აბსტინენციური მოვლენების განვითარებას იწვევს. 12.ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (,,ჯანმო”) ავადმყოფობათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადახედვაში, მუხლი ,,ფსიქოაქტიური ნივთიერებების მიღების შედეგად გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობები” შეტანილია ნოზოლოგია – ,,თამბაქოს მიღების შედეგად გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობები”. 13.თამბაქოს წვის შედეგად წარმოქმნილ კომპონენტთა ერთობლიობას (გარდა ნიკოტინური ალკალოიდებისა) ფისი ეწოდება. 14.ერთი ღერი სიგარეტი შეიცავს 0,3-დან 2 მგრ-მდე ნიკოტინს და 8_35 მგრ- მდე ფისს. 15.თუ ადამიანი დღეში ეწევა 20 ღერ სიგარეტს, წლის განმავლობაში მის ფილტვებში ილექება 1 ლიტრი ფისი. 16.თამბაქოს კვამლი (ფისი) შეიცავს 4 000-ზე მეტ ნივთიერებას. 17.თამბაქოს წვისას წარმოიქმნება ძირითადი და გვერდითი კვამლი. 18.ძირითადი კვამლი ხვდება მწეველის ორგანიზმში და იწვევს სხვადასხვა პათოლოგიების განვითარებას. 19.გვერდითი კვამლი ვრცელდება ჰაერში და უფრო საშიშია, რადგან ის შეიცავს 4-5-ჯერ მეტ ნახშირჟანგს, 3-ჯერ მეტ ნიკოტინს და ფისს, 45-ჯერ მეტ ამიაკს, 4-ჯერ მეტ ბენზეპირენს. 20.თამბაქოს კვამლში შემავალი 40 ნივთიერება (კანცეროგენი) იწვევს სხვადასხვა ლოკალიზაციის სიმსივნეებს. 21.თამბაქოს კვამლის ერთ-ერთი შემადგენელი ნივთიერებაა ნახშირის მონოქსიდი (რომელიც გამოიყოფა მანქანის გამონაბოლქვში) 22.თამბაქოს კვამლი შეიცავს ამონიუმს (გამოიყენება ტუალეტის ნიჟარის საწმენდად) და დარიშხანს (თაგვების საწამლავი). 23.პირველი ნაფაზის დარტყმიდან რამდენიმე წამში ფილტვებში კანცეროგენული ნივთიერებები ხვდებიან, ხოლო პირველი სიგარეტის მოწევიდან რამდენიმე წუთის შემდეგ ხშირდება გულისცემა, იზრდება სისხლის წნევა, ვითარდება ყელისა და თვალების გაღიზიანება, სისხლში ნახშირმჟავა გაზი შეიწოვება. რაც დამღუპველი ,,საჩუქარია” მწეველის ორგანიზმისათვის; 24.თამბაქოს მოხმარების მოკლევადიანი უარყოფითი შედეგები ვლინდება სიგარეტის მოწევისთანავე: გულის ცემის გახშირება, არტერიული წნევის ზრდა, ყელის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება, ნახშირჟანგის სისხლში შეღწევა, ფილტვებში კანცეროგენების მოხვედრა, ჰაერის მოწამვლა, თვალის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება. 25.თამბაქო სიკვდილიანობაში ერთ-ერთი წამყვანი მიზეზია. 26.პროგნოზების მიხედვით, 2020 წლისათვის თამბაქო ავადობისა და სიკვდილიანობის ძირითადი მიზეზი იქნება, რადგან მისგან ყოველწლიურად 10 მილიონი ადამიანი დაიღუპება. 27.თამბაქოს მოხმარება იწვევს სიმსივნეებს, გულისა და ფილტვის დაავადებებს, ინსულტს. 28.იმ მწეველებში, რომელთა ასაკი 18 წელია, უკვე აღინიშნება გულის დაავადების ნიშნები. 29.თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული სხვა უარყოფითი შედეგები: ტუჩის, ენის, სასის, საყლაპავი მილის ლორწოვანი გარსის დაზიანება, რაც გემოვნების შეგრძნების კლებას იწვევს, მშრალი ხველა, პირის ღრუს ინფექციები, გამონაყარი სახეზე, კბილის ემალის დაზიანება, ნორმალური სუნთქვის დარღვევა, გამძლეობის, მახსოვრობის და მხედველობის დაქვეითება, სხვადასხვა დაავადებების მიმართ ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობის შესუსტება. 30.ერთი ღერი სიგარეტი მწეველის სიცოცხლეს 7 წუთით ამცირებს.
31.მიუხედავად მარკის, ხარისხის და ფასისა არ არსებობს ჯანმრთელობისათვის უვნებელი თამბაქოს პროდუქცია. 32.საქართველოში სიგარეტის წევის შედეგად ყოველწლიურად 8-12 ათასი ადამიანი იღუპება, მსოფლიოში 3-4 მილიონი. 33.თამბაქოს მიზეზით მსოფლიოში ყოველ 10 წამში ერთი მწეველი იღუპება. 34.ფიზიკური ვარჯიში და თამბაქო ერთმანეთთან შეუთავსებელია, რის გამოც მწეველის ფიზიკური სიჯანსაღე გაცილებით ჩამოუვარდება არამწეველისას. 35.სიმსივნეების შემთხვევათა 87%-ის გამომწვევი თამბაქოა. 36.თამბაქოს მოხმარებისაგან გაცილებით მეტი ადამიანი იღუპება ვიდრე ერთიანად აღებული შიდსის, ავტოკატასტროფების, მკვლელობების, თვითმკვლელობების, ინფექციური დაავადებების, სხვა ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების შედეგად. 37.საშუალო ასაკის მამაკაცებს შორის მწეველებში იმპოტენციის განვითთარების რისკი 72%-ით მეტია, ვიდრე არამწეველებში. 38.თამბაქოს კომპანიები ითვალისწინებენ რა თამბაქოს (ნიკოტინის) თვისებებს, პრიორიტეტულ სტრატეგიად მიიჩნევენ: ახალი მომხმარებლების მოზიდვას, არსებული მომხმარებლების შენარჩუნებას, მწეველთა წაქეზებას – მოწიონ რაც შეიძლება მეტი, ზეგავლენას, რომელიც მწეველს არ აფიქრებინებს სიგარეტის მარკის შეცვლას, ისეთი პირობების შექმნას, რომ მწეველმა არ იფიქროს სიგარეტის გადაგდებაზე. 39.თამბაქოს კომპანიები გრანდიოზულ თანხებს ხარჯავენ სიგარეტის რეკლამებზე, რითაც ყოველწლიურად ათეულობით მილიონ ადამიანს ხდიან თამბაქოზე დამოკიდებულს. 40.თამბაქოს კომპანიები ცდილობენ ჩაითრიონ და თამბაქოზე დამოკიდებულნი გახადონ, რაც შეიძლება ახალგაზრდა ასაკის პირები. 41.მწეველთა 80 %-მა თამბაქოს მოხმარება დაიწყო 18 წლამდე ასაკის პერიოდში. 42.მწეველების 40% თავიდან მოიხმარდა 1-2 ღერ სიგარეტს, მიუხედავად ამისა, ისინი თამბაქოზე დამოკიდებულნი გახდნენ. 43.თუ თამბაქოს მოხმარებას არ დაიწყებ 18 წლამდე ასაკში, შენი შანსი გახდე მწეველი 70%-ით მცირდება. 44.საქართველოში თამბაქოს მასიურ მოხმარებას ბიჭები იწყებენ 10-11 წლის ასაკიდან, გოგონები 12-13 წლის ასაკში. 45.საქართველოში ქალებში მწეველთა რაოდენობა იმდენად მაღალია, რომ თუ სასწრაფოდ არ შეჩერდა ეს პროცესი, მოხდება ახალი კატასტროფა საზოგადოებრივი ჯანდაცვისათვის. 46.თამბაქოთი გამოწვეული ავადობა და სიკვდილიანობა ხელს უწყობს საქართველოში ეკონომიკური კრიზისის განვითარებას. 47.ყველა 35 წლის ასაკის ქართველ მამაკაცში 5-დან ერთი შემოქმედებითი აქტივობის პერიოდში თამბაქოსაგან გამოწვეული პრობლემებით გარდაიცვლება. 48.გამოკვლევებით დადგინდა, რომ საქართველოს მოსახლეობის იმ ნაწილის ხარჯზე, რომელიც ამჟამად 0-19 ასაკობრივ ჯგუფში ერთიანდება, მწეველებს 800 ათასი ადამიანი მოემატება, რომელთაგან 400 ათასი დაიღუპება თამბაქოს მავნე ზემოქმედების შედეგად, მათ შორის 200 ათასი დაიღუპება საშუალო ასაკში, ამდენივე ხანშიშესულობის ასაკში. 49.თამბაქოს კომპანიები ცდილობენ თავისი პროდუქციის რეკლამირებას, რათა მიიღონ მაქსიმალური მოგება მწეველის ჯანმრთელობის და სიცოცხლის ხარჯზე 50.გარდა მძიმე დაავადებებისა, თამბაქო იწვევს პირიდან და თმებიდან უსიამოვნო სუნს, თითებისა და კბილების გაყვითლებას, ტანსაცმელს საფერფლის სუნი ასდის. |
|
|
|
| shaverda911 |
 4 იანვარი 2011 10:59
|

ახალბედა
რეპუტაცია: 0 
ჯგუფი: Unknown person
პოსტები: 0
რეგ. თარიღი: 1.01.1970
Skype:--
გაფრთხილება:
|
ციტატა: amiran karseladze 37.საშუალო ასაკის მამაკაცებს შორის მწეველებში იმპოტენციის განვითთარების რისკი 72%-ით მეტია, ვიდრე არამწეველებში. სხვა თუ არაფერი - ამან მაინც შეგაშინოთ მწეველებოოო  |
|
|
|
| shaverda911 |
 5 იანვარი 2011 15:06
|

ახალბედა
რეპუტაცია: 0 
ჯგუფი: Unknown person
პოსტები: 0
რეგ. თარიღი: 1.01.1970
Skype:--
გაფრთხილება:
|
საინტერესო ინფორმაცია სიცივესთან დაკავშირებით... |
|
|
|
| GORGASLIANI |
 10 იანვარი 2011 09:52
|

მეომარი
რეპუტაცია: 11 
ჯგუფი: Mtavarsardali
პოსტები: 408
რეგ. თარიღი: 19.03.2010
Skype:--
გაფრთხილება:
|
აა ძმაო მეტი რით გაგვაგებინონ რო აღარ უნდა მოვციოთ :D
--------------------
სიბრძნე! სიმართლე! ძალა! |
|
|
|
| zurab maxaradze |
 14 იანვარი 2011 12:47
|

მებრძოლი
რეპუტაცია: 3 
ჯგუფი: Sardali
პოსტები: 59
რეგ. თარიღი: 22.04.2010
Skype:--
გაფრთხილება:
|
სიცივეს რაც შეეხება . მინუს ტემპერატურაზეც მსჰვენივრად ვვარჯიშობთ , ასე რო მიჩვევის ამბავია |
|
|
|
| shaverda911 |
 14 იანვარი 2011 18:58
|

ახალბედა
რეპუტაცია: 0 
ჯგუფი: Unknown person
პოსტები: 0
რეგ. თარიღი: 1.01.1970
Skype:--
გაფრთხილება:
|
ციტატა: zurab maxaradze სიცივეს რაც შეეხება . მინუს ტემპერატურაზეც მსჰვენივრად ვვარჯიშობთ , ასე რო მიჩვევის ამბავია შენ როცა ვარჯიშობ - ორგანიზმის შინაგანი ტემპერატურა 37.0 გრადუსი გაქვს. ზემოთ მოყვანილია, როდესაც ეგ 37.0 გრადუსი ქვევით მოდის. ცადე აბა, ვარჯიშის მერე, გაოფლიანებულზე ან მის გარეშე, სიცივეში გაჩერდე ისე რომ არ იმოძრავო და ნახავ რა მოხდება  თუმცა გეთანხმები - ყველაფერი მიჩვევაზეა და ჩვევაც ხომ პირობითი ანუ შეძენელი რეფლექსია ფაქტიურად. უფრო მარტივად რომ ვთქვათ - რასაც სისტემატიურად აკეთებ, იმის მიმართ ხარ რეზისტენტული. p.s. უსტარში უფრო ვრცელ ინფორმაციას დავდებ ადამიანის ორგანიზმის თერმორეგულაციაზე (სითბოს წარმოქმნა და გაცემა) და მეტი წარმოდგენა გექნებათ ბევრ რამეზე. |
|
|
|
| zurab shaverdashvili |
 19 თებერვალი 2011 13:06
|

ახალბედა
რეპუტაცია: 7 
ჯგუფი: Medroshe
პოსტები: 18
რეგ. თარიღი: 19.03.2010
Skype:--
გაფრთხილება:
|
ადამიანის გულის ცემა (ნორმალური) http://www.youtube.com/watch?v=XGKbAfEVZsI
ფიბრილაცია http://www.youtube.com/watch?v=zJGqUhJBcw4 |
|
|
|
| GORGASLIANI |
 5 აპრილი 2011 12:39
|

მეომარი
რეპუტაცია: 11 
ჯგუფი: Mtavarsardali
პოსტები: 408
რეგ. თარიღი: 19.03.2010
Skype:--
გაფრთხილება:
|
ციტატა: zurab shaverdashvili http://www.youtube.com/watch?v=XGKbAfEVZsI საინტერესო ვიდეოებია.. მადლობა ზურაბ
--------------------
სიბრძნე! სიმართლე! ძალა! |
|
|
|
2ადამიანი კითხულობს ამ თემას (სტუმრები: 2)
მომხმარებლები: 0
 ინფორმაცია
| მომხმარებლებს ჯგუფიდან Unknown person , არ შეუძლიათ გამოხმეაურება თემაზე. |
|
| |
|
ფორუმის დროით: 6 თებერვალი 2012 12:57 |
|
|
| მაღაზია |
|
| ანონსი |
|
| |
|
|